23/10/2024
16:32
მსოფლიო
ევროკავშირმა, ყაზანში მიმდინარე BRICS-ის სამიტზე დამსწრე ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება მოსთხოვონ.
სამიტს 20-ზე მეტი ლიდერი ესწრება, მათ შორის პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა პიტერ სტანომ დაგმო "რუსეთის მიერ ალიანსის თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენება" და აღნიშნა, რომ უნდა ამოქმედდეს რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი.
„გვჯერა, რომ ყაზანის სამიტის ყველა მონაწილე გამოიყენებს ამ საშუალებას, რათა კიდევ ერთხელ მოუწოდონ პუტინს დაუყონებლივ შეწყვიტოს ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, რომელიც სამიტს ესწრება.
„ვფიქრობთ, ის [გუტერეში] მტკიცედ მოუწოდებს რუსეთს და, კერძოდ, პუტინს, რომ სრულად და უპირობოდ შეაჩერონ სასტიკი აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტანომ.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024