07/02/2022
15:28
მსოფლიო
კვლევის ხელმძღვანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყინულმა, რომლის ჩამოყალიბებასაც 2000-მდე წელი დასჭირდა, დნობა 1990-იანი წლებიდან დაიწყო. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მყინვარის თოვლის სქელი ფენა დაიშალა, რის შედეგადაც საფარქვეშა შავი ყინული მზისგან დაუცველი გახდა და დნობის პროცესი დაჩქარდა.
კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა მკვლევარმა, მარიუშ პოტოცკიმ, თქვა, რომ, როგორც დასკვნები აჩვენებს, „ევერესტის სამხრეთ კალთაზე არსებული მყინვარი შესაძლოა მალე „წინა საუკუნეების ცივი დროის „რელიქვიად“ ჩაითვალოს.
პოლ მაიევსკიმ ასევე შენიშნა, რომ ყინულის სწრაფ დნობას შეიძლება ჰქონდეს მრავალფეროვანი "მნიშვნელოვანი რეგიონალური და გლობალური მასშტაბის გავლენა". მილიონობით ადამიანი ჰიმალაის მთების სასმელ წყალზეა დამოკიდებული, ხოლო, თუ რეგიონსა და მთელ მსოფლიოში არსებული სხვა მყინვარები ევერესტის მაგალითს მიჰყვებიან, მოსახლეობისთვის სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების შესაძლებლობები შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.
კლიმატის ზემოქმედებისგან დაუცველი კლდეები და ყინულის საფარი სირთულეებს შექმნის მთამსვლელებისთვისაც.
0
0