16/11/2023
11:27
კონფლიქტები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.
პია კაუმა სოფელ ოძისში ჩავიდა. მან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ ნიკოლოზ სამხარაძისა და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მიიღო ინფორმაცია, თუ რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთისგან, რამდენად რთულია ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში და რა პრობლემები ექმნებათ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.
საუბარი შეეხო როგორც ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების უკანონო ფაქტებს, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბოლო დღეებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე, როდესაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თამაზ გინტური მოკლეს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024