04/12/2021
17:40
პოლიტიკა
დოკუმენტში „ოთხეულმა“ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო.
„ოთხეული”, ეუთოს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად უხელმძღვანელოს ამ ფორმატს. აგრეთვე, ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე - ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება - პროგრესის საჭიროება.
დოკუმენტში „ოთხეული“ ასევე მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ.
აღსანიშნავია, რომ „ოთხეულის“ განცხადება არის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ეუთოს გასული წლისა და მომდევნო თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ.
0
0