ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობა გამარჯვებით დაიწყო [ფოტო]
04/09/2024
13:21
სპორტი
A-
+A
რაპირით ფარიკაობაში პირველი შეხვედრა გამართა ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა(კატეგორი B).
მან ბრაზილიელი მონიკა სანტოსი ანგარიშით 15:13 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ირმა ხეცურიანმა პარიზის პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ამ დისციპლინაში მეხუთე ადგილი დაიკავა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.
0
0
225
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%