ესპანეთში სახლების ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
04/02/2022
18:10
სამართალი
A-
+A
ესპანეთში ქალაქ მასამაგრელის პოლიციამ საცხოვრებელი სახლების ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
35 წლამდე ასაკის ქართველები სახლებს ე.წ. „სლიპის“ მეთოდით ძარცვავდნენ - საკეტის გასაღებად პოლიეთილენის მყარ ფირფიტებს იყენებდნენ.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა გასულ ორშაბათს ერთ-ერთ სახლში შეღწევა სცადეს, თუმცა ინსტრუმენტების გაუმართაობის გამო კარის გაღება ვერ შეძლეს. მოგვიანებით პოლიციამ სხვადასხვა მონაცემები შეაგროვა და მათი ადგილსამყოფელი დაადგინა.
დაკავების სპეცოპერაცია სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სამართალდამცველების მიერ განხორციელდა.
0
0
445
სიახლეები
ყველა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%