ესპანეთის ლა-პალმას კუნძლიდან ლავამ ატლანტის ოკეანემდე მიაღწია
29/09/2021
10:59
მსოფლიო
A-
+A
ესპანეთში, ლა-პალმას კუნძულზე ამოფრქვეული ვულკანიდან ლავამ ატლანტის ოკეანემდე მიაღწია, რამაც ტოქსიკური აირების გამოყოფა და აფეთქებები გამოიწვია.
ესპანეთში, ლა-პალმას კუნძულზე ამოფრქვეული ვულკანიდან ლავამ ატლანტის ოკეანემდე მიაღწია, რამაც ტოქსიკური აირების გამოყოფა და აფეთქებები გამოიწვია.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შექმნილი ორთქლის ღრუბლები კანისა და თვალების გაღიზიანებას იწვევს და გავლენას ახდენს სუნთქვაზე.
19 სექტემბერს, კანარის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ასობით სახლი დაინგრა. ევაკუირებულია 6000-მდე ადამიანი, რადგან ლავამ გაანადგურა მათი სახლები, სკოლები და ბანანის პლანტაციები. აფეთქებების გამო, არსებობს სანაპირო ზოლების რღვევის საშიშროებაც.
ესპანეთის ხელისუფლებამ ლა-პალმა - კანარის არქიპელაგის ჩრდილო-დასავლეთი კუნძული - კატასტროფის ზონად გამოაცხადა, ხოლო დაზარალებულებს ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას დაჰპირდა.
0
0
234087
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%