09/10/2021
17:41
სამართალი
63 წლის ონიანი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „ტაროს" სახელით არის ცნობილი, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების გათეთრების ბრადლებით გაასამართლეს. გამოცემის ინფორმაციით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ონიანმა ესპანეთი დატოვა და დაუდგენელი მიმართულებით გაემგზავრა.
2020 წლის გაზაფხულზე ესპანეთის სასამართლომ „ტაროს" ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და 36 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლოს ინფორმაციით, ტარიელ ონიანი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი იყო, რომელიც ესპანეთში ფულის გათეთრების მიზნით შეიქმნა.
2019 წელს ონიანი ესპანეთს რუსეთმა გადასცა. მანამდე ის სასჯელს №6 განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში იხდიდა, რომელიც „შავი დელფინის“ სახელით არის ცნობილი. რუსეთში „ტარომ" ადამიანის გატაცებისთვის და ფულის გამოძალვისთვის ციხეში 9 წელი და 10 თვე გაატარა. რუსეთმა ესპანეთს ის იმ პირობით გადასცა, რომ ონიანს მხოლოდ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობისთვის გაასამართლებენ.
ცნობისთვის, ტარიელ ონიანი 1952 წლის 2 ივნისს ტყიბულში დაიბადა. ბავშვობა მან სვანეთში გაატარა. ონიანი ქუთაისის კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „კანონიერი ქურდია“.
0
0