05/07/2024
22:40
სპორტი
ევროპის ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელი გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, დამატებით დროში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ფაქტები
- ესპანეთის ნაკრებმა დიდი საფეხბურთო ტურნირის პლეი ოფში მასპინძელი ქვეყნის ნაკრები პირველად დაამარცხა.
- მანუელ ნოიერი გახდა მესამე ფეხბურთელი, ვისაც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 20 მატჩი აქვს ჩატარებული. მას მხოლოდ პორტუგალიელები – კრიშტიანუ რონალდუ (29) და პეპე (22) უსწრებენ. ამასთან, ნოიერმა ამ მაჩვენებლით თანაგუნდელებიდან ბასტიან შვაინშტაიგერსა (19) და ტონი კროოსს გადაასწრო (18).
- ალვარო მორატამ ევროპის ჩემპიონატზე მე-15 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით სერხიო რამოსსა და დავიდ სილვას გაუთანაბრდა. მათზე ერთი მატჩით მეტი ჩატარებული აქვთ ჟორდი ალბას, სესკ ფაბრეგასსა და ანდრეს ინიესტას (16).
51 წუთი’ – ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ფლანგზე ბურთი ლამინ იამალმა მიიღო, საჯარიმოს სიახლოვესთან კარგად დაინახა დანი ოლმო, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა და ნიერისგან შორეულ კუთხეში გაიტანა.
89′ წუთი – გერმანიის ნაკრებმა ხასიათი გამოავლინა, დიდი ძალებით შეუტია და მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – კიმიხის პასის შემდეგ გოლი შეცვლაზე შესულმა ფლორიან ვირტცმა გაიტანა.
მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი ტაიმები.
119 წუთი’ – ესპანეთის ნაკებმა მაინც მოახერხა გოის გატანა – დანი ოლმოს პასის შემდეგ გოლი მერინომ გაიტანა და ესპანეთის ნაკრებს ნახევარფინალის საგზური მოუტანა.
ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები 9 ივლისს პორტუგალიასა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
პირველი არხი
0
0