19/06/2023
01:34
სპორტი
ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის ფინალი - ერთმანეთს ხორვატია და ესპანეთი დაუპირისპირდნენ.
პენალტების სერიით ესპანეთმა ხორვატებს 5:4 (ექვს-ექვსი პენალტის დარტყმის შემდეგ) სძლია.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, ყველაზე რეალური შანსი 85-ე წუთზე ესპანელებს ჰქონდათ, მაგრამ ფატის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან პერიშიჩმა გამოიტანა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.
გოლი ექსტრა-ტაიმშიც არ გავიდა, პენალტების სერიაში კი მეკარე უნაი სიმონმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და "ფურია როხამ" იმარჯვა.
რაც შეეხება უშუალოდ თერთმეტმეტრიანებს, ესპანელთაგან ნიშნულიდან ხოსელუმ, როდრიმ, მერინომ, ასენსიომ და კარვახალმა გაიტანეს, ხოლო თავისი პენალტი „მანჩესტერ სიტის“ მცველმა, ემერიკ ლაპორტმა ვერ გაიტანა. ხორვატების მხრიდან ზუსტად შესრულება ვლასიჩმა, ბროზოვიჩმა, მოდრიჩმა და პერისიჩმა მოახერხეს. ესპანეთის ნაკრების მეკარემ, უნაი სიმონმა მაიერისა და პეტკოვიჩის დარტყმები მოიგერია.
შედეგად, ესპანეთი 11 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა ტიტულს, ბოლოს მან 2012 წელს, უკრაინასა და პოლონეთში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
დღესვე გაირკვა მესამე ადგილოსანიც - ერთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიამ ნიდერლანდები 3:2 დაამარცხა. „სკუადრა აძურა“ ტურნირზე ზედიზედ მეორედ გავიდა მესამე ადგილზე.
ცნობისთვის, ესპანეთის ნაკრები ამ გამარჯვებით საფრანგეთს გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე სამი ტიტული - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობის გარდა, ერთა ლიგაც მოგებული აქვს.
0
0