13/10/2024
20:51
არჩევნები 2024
"ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე პარტია "ახალის" ორი აქტივისტის მიერ სენაკში მოქალაქეებთან შეხვედრის დროს განხორციელებულ შეურაცხყოფას ეხმიანება.
როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, სისხლიანი პროკურორის, ნიკა გვარამიას პარტიელებისგან არაფერია გასაკვირი, რადგან ეს ხალხი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდა, ოპოზიციიდან კი, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ.
"ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ახალგაზრდული კამპანია 2024” აქტიურად მიმდინარეობს და ნაცებმა რა ვქნათო და ორი პარტიული აქტივისტი დაახვედრეს ჩვენებს სენაკში მოქალაქეებთან შეხვედრის დროს.
თამუნა კვირკველიამ ტელეფონზე ვიდეო ჩართო და ირაკლი ჩხვირკიამ ახალგაზრდულ მსვლელობას კლასიკური ნაცური შეურაცხყოფა მიაყენა.
სისხლიანი პროკურორის, ნიკა გვარამიას პარტიელებისგან არაფერი გვიკვირს. ეს ხალხი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდა. ოპოზიციიდან კი, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ - შეურაცხყოფების მიყენებას ცდილობენ. ,,ახალი” დაირქვეს, მაგრამ ხელწერა და ყველაფერი ძველი აქვთ.
ჩვენი საქართველო ნამდვილად აქ არის! 26 ოქტომბერს სრული მობილიზაცია გვჭირდება რომ ამათ ერთხელ და სამუდამოდ თავისი სახელი დაერქვათ!" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
0
0