ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება, ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას- სერგეი ლავროვი
28/01/2022
13:22
მსოფლიო
A-
+A
ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და მათი იგნორირების უფლებასაც არავის მივცემთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომელიც ჟურნალისტებთან შეხვედრას მართავს.
სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატო-სგან მიღებულ წერილობით პასუხზეც გააკეთა კომენტარი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებულ წერილში რამდენიმე კონსტრუქციული ნაწილი იყო, თუმცა ძირითადად, მეორეხარისხოვან საკითხებზე.
„ნატო-სგან პასუხი იმდენად იდეოლოგიზირებული იყო, იმდენად გამოხატავდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამორჩეულობას, მის განსაკუთრებულ მისიებს, რომ ცოტა შემრცხვა იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც ეს ტექსტები დაწერა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ისა და ნატო-სგან წერილების მიღების შემდეგაც არ იცვლის საკუთარ პოზიციებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
0
0
411
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%