20/11/2024
13:05
პოლიტიკა
"ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა "ქართული ოცნების" მთავრობასთან, მოედანზე მხოლოდ ისინი არიან, ამიტომ ევროკავშირს დიდი არჩევანი ნამდვილად არ აქვს" - "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის ეს სტატია და ინფორმაცია, რომელმაც ბრიუსელის კულუარული საუბრები გაასაჯაროვა, მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.
სტატიაში საუბარი იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დახურული სხდომის დეტალებზე.
"არ არსებობს ფართომასშტაბიანი გაყალბების ბრალდებების უტყუარი მტკიცებულება. არსებობს სკეპტიციზმი, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებში 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ეს მთლად დაუჯერებელი არ არის", - წერს რიკარდ იოზვიაკი.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან ირიბად გაჟღერებული გზავნილებია, რაც რეალობას ასახავს.
"ეს სტატია და წერილი და კომენტარი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში უკვე ნელ-ნელა გადააფასეს რეალური სიტუაცია საქართველოში და იქ რაციონალურმა აზრმა როგორც ჩანს, გაიმარჯვა, ნელ-ნელა ყოველ შემთხვევაში იმარჯვებს და ვხედავთ, რომ რაციონალური აზროვნებაა და ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური ძალა დღეს არის ხელისუფლება, რომელთანაც შეიძლება საუბარი ჰქონდეს ევროკავშირს. რატომ? იმიტომ, რომ დანარჩენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველო მხარს არ უჭერს, ოფიციალურად წარმოადგენს უცხოურ ძალას, ასევ არიან მხოლოდ დესტრუქციაზე ორიენტირებული და ჩვენ ვნახეთ, რომ მათი ვერც გეგმა დაინახა, მათ შორის, მათმა პატრონებმა, ვერც მხარდაჭერა დაინახეს საკუთარი ამომრჩევლების, ამიტომაც თქვეს, რომ ჯობს, რომ ხელისუფლებასთან, რომელიც ერთადერთი პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალაა, დაიკავონ ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მას შემდგომ იქნებოდა, რაც ამერიკულმა საზოგადოებამ 5 ნოემბერს თქვა, რომ ის გაემიჯნა ულტრალიბერალურ მიმართულებას და იგივეს ამბობს ევროპელი ხალხი", - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი გურამ მაჭარაშვილი.
0
0