05/09/2023
15:44
სპორტი
ქართველო ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი „ნაპოლი“ ეხმაურება სპორტულ გამოცემებში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„ზოგიერთი მედია, რომელიც წყაროდ მხოლოდ საფეხბურთო აგენტებს იყენებს, აგრძელებს კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე საუბრებს. ეს სრული სისულელეა. „ნაპოლიდან“ არავის უსაუბრია ფეხბურთელის კონტრაქტის (რომელიც 4 წელიწადში იწურება) შესაძლო განახლებაზე. ეს არ გაუკეთებია არც მაურო მელუზოს, არც მაურიციო მიკელის, არც აურელიო დე ლაურენტისს და არც ანდრეა კიაველის“, - ნათქვამია განცხადებაში.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 22 წლის ფეხბურთელი და მისი წარმომადგენლები ხელფასის გაზრდას 5 მილიონ ევრომდე ითხოვენ, ნაპოლი კი მას უფრო ნაკლებ თანხას სთავაზობს.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024