22/10/2021
13:33
საზოგადოება
სპეციალისტების წინასწარი კვლევების მიხედვით, შესაძლოა, დღეს არსებულმა არც ერთმა ვაქცინამ ახალი შტამის წინააღმდეგ არ იმოქმედოს.
ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ AY.4.2-ის გავრცელების მასშტაბები კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ რუსეთში გავრცელებული ახალი შტამი ავტომატურად მოაღწევს ჩვენამდეც, ვინაიდან ორ ქვეყანას შორის მობილობა საკმაოდ დიდია.
“როდესაც ლაპარაკია, რომ რუსეთში რაღაც შტამი ვრცელდება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მოაღწევს ჩვენთანაც იმიტომ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მობილობა ძალიან მაღალია.
ჯერჯერობით, ამ ახალ შტამთანაც იგივე ტენდენცია იკვეთება. ამბობენ, რომ ის უფრო მეტად ვრცელდება, როგორც ეს იყო ყოველთვის მუტაციური შტამების შემთხვევაში.
საშიშროება ყოველთვის არის, ვშიშობთ ახალ მუტაციებზე, სანამ გავიგებთ უფრო მეტს მის შესახებ, რომ არ ჰქონდეს უფრო მაღალი ავადობა და არ ჰქონდეს უფრო მაღალი სიკვდილობა, მაგრამ ეს ტენდენციები რას უკავშირდება და რატომ ხდება – ბოლომდე ჯერჯერობით გარკვეული არ არის,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
0
0