16/05/2023
23:26
კულტურა
მუსიკოსი დათო ფორჩხიძე სტუმრად იყო ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემაში “ნოესთან”, სადაც მან ბევრ თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა “voice”-ის მონაწილეს, სოფო ბათილაშვილს – კითხვაზე: “რა მოხდა ბათილაშვილის შემთხვევაში” ფორჩხიძე პასუხობს:
“სოფო ბათილაშვილის შემთხვევაში ცუდი რამ მოხდა. თითქოს ყველა ამადლიდა ამ ბავშვს: “ჩვენც გვაცადე, გეყოფა!”… ვხვებოდი, რომ ბავშვი იჩაგრებოდა”.
დათო ფორჩხიძის ამ განცხადებას სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“ნოე სულაბერიძე გვარით რომ მომიხსენიებს,ალბათ ბოტანიკის მასწავლებელია ჩემი. ან ქეისი შევიდა ისტორიაში როგორც “ბათილაშვილის საქმე” და მოვლენებს ჩამოვრჩი. დათო ფორჩხიძეს და მის კოლეგებს რაც შეეხება, მეტი გულწრფელობა, ან საერთოდ დუმილი იქნებოდა ჩემი რჩევა. ერთი უნდა ითქვას, დათო ფორჩხიძეს ადამიანურად მოუკვდა გული ჩემზე და ეს საცოდავი ესაო, დამიცვა.
მართლა ეს საცოდავები-მეთქი, ვფიქრობდი, რო გავიგე რეები ტრიალებდა და მაინც ყველა ბოლომდე თავმომწონედ განაგრძობდა ჟიურის თუ არაჟიურის სკამებზე ჯდომას, სიმღერას და ცეკვა-თამაშს. სულ სხვისი ბრალია,იმიტომ რომ სულ თავის მოტყუებაა.
თავის მოტყუებაში დიდი სიმშვიდეა და პატარა საჯდომი.ხოდა,ჩემო ლამაზო სამშობლო,ძაან მიყვარხარ,მარა რავი.ა და ხო, დათო ფორჩხიძე,თქვენი,ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის.” - დაწერა ბათილაშვილმა.
0
0