13/04/2022
16:53
მსოფლიო
ესტონელებო, ეს ის დროა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ან შევაჩეროთ რუსეთი, ან მთელი აღმოსავლეთ ევროპა ძალიან დიდი ხნით დავკარგოთ, - ასე მიმართა დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პარლამენტს.
„ესტონელებო, ეს ის დროა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ან შევაჩეროთ რუსეთი, ან მთელი აღმოსავლეთ ევროპა ძალიან დიდი ხნით დავკარგოთ. მადლობას გიხდით, ამის გაგებისთვის. ესტონეთი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინას საჭირო, მათ შორის თავდაცვითი დახმარება გაუწია. მადლობელი ვარ თქვენი, რუსული ენერგეტიკის მიტოვებისთვის, მაგრამ ჩვენ ყველამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ევროპის ჩაძირვა იმ ბოროტებაში, რომელიც კონტინენტმა 1940-იან წლებში ნახა. იმავე ოკუპაციაში, რომელიც სხვათა შორის, თქვენმა ქვეყანამ გაიარა. ისტორიის შავი ფურცლები არ უნდა განმეორდეს. უკვე საკმარისზე მეტია, უკრაინული და ესტონური საფლავები. მათი საფლავები, რომლებიც კომუნისტურ გადასახლებებში გარდაიცვალნენ. ამიტომ მოგიწოდებთ თქვენ, ევროკავშირის დონეზე, რუსეთზე გავლენისა და ზეწოლის ისეთი ინსტრუმენტები მოიძიოთ, რომელიც გადასახლებებს შეაჩერებს და გადასახლებულებს სახლში დააბრუნებს. სანამ რუსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირებს არ დააბრუნებს, სანამ ათასობით გატაცებულ ბავშვს არ დააბრუნებს, მან ევროპული სახელმწიფოებიდან და კომპანიებიდან ფული არ უნდა მიიღოს. ევროკავშირს არ აქვს უფლება, დააფინანსოს იძულებით გადასახლება, ევროკავშირს არ აქვს ომის დაფინანსების უფლება", - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0