13/12/2021
10:39
საზოგადოება
ამირან გამყრელიძემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი ერთ-ერთი ვაჟი, გიგი საცოლესთან ერთად ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. გამყრელიძის თქმით, მათ გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე განაცხადეს, რომ ოჯახის შექმნას აპირებდნენ.
„ის გადაეფარა, მაგრამ საჭესთან ხომ ჩემი შვილი იჯდა. ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა, რაც მაშინ, 1995 წელს ჩვენს ოჯახებში მოხდა. თუმცა, სიკეთემ, მათმა სიყვარულმა მაინც დასძლია ყველაფერი, რადგან პირველ ეტაპზე, შეიძლებოდა, მტრად მოვკიდებულიყავით ერთმანეთს, მაგრამ იქიდანაც და ჩვენი მხრიდანაც, იმდენი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ახლა ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს! არა მარტო ჩვენ, დედებსა და მამებს, არამედ მათ შვილებს, შვილიშვილებსა და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, მთლიანად, დიდ სანათესავოს. შემდეგ ამ ურთიერთობამ თითქოს, როგორღაც გაადვილა მერე ცხოვრებაც. თუ შეიძლება, რომ ჩვენს ცხოვრებას ადვილი ერქვას. მას შემდეგ, მე უფრო მეტად პროფესიულ საქმიანობაში გადავერთე. ამით ვიქარვებდი შემდეგ ყველაფერს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0
0