06/10/2024
21:20
სპორტი
„ზურიკო დავითაშვილი შეუჩერებელია“ – გუშინდელი მატჩის შემდეგ ასე აფასებს უცხოური პრესა ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს.
ქართველმა ნახევარმცველმა, საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ზურიკო „სენტ ეტიენს“ „ოსერის“ დამარცხებაში დაეხმარა და ანალიტიკური ვებგვერდებისგან უმაღლესი შეფასებებიც დაიმსახურა.
პორტალმა Flashscore-მა მას 9,0 ქულა დაუწერა, Whoscored-მა კი ქართველი ფეხბურთელის თამაში უმაღლესი, 10 ქულით შეაფასა.
„უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში, პირველი ჰეთ-თრიქი პროფესიონალურ კარიერაში და 3 ქულა საოცარი ფანებისთვის“ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს ავრცელებს.
„უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში, პირველი ჰეთ-თრიქი პროფესიონალურ კარიერაში და 3 ქულა საოცარი ფანებისთვის.
ეს დასაწყისია! ახლა კი ნაკრების დროა, მალე შევხვდებით,“ – წერს ზურიკო დავითაშვილი.
0
0