22/05/2023
11:07
კულტურა
ბარბარე მახათაძე კიდევ ერთი ქართველია, რომელიც უცხოურ მუსიკალურ კონკურსში წარმატებით გამოვიდა. 10 წლის გოგონა ესპანური საბავშვო ხმის კონკურსანტია.
პატარა მომღერალი ე.წ. ბრმა კონკურსზე გამოვიდა და საოცარი ხმითა და შესრულებით ჟიურის ოთხივე წევრზე მოახდინა შთაბეჭდილება.
მუსიკალური შოუ ესპანურ მაუწყებელზე antena3-ზე გადის და როგორც ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე ბარბარეს შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გოგონა მხოლოდ ერთი თვეა, რაც ესპანეთში ცხოვრობს.
"10 წლის ბარბარე მახათაძე საქართველოდანაა და მხოლოდ ერთი თვეა რაც ესპანეთში ცხოვრობს. მღერის ინგლისურ და ქართულენოვან სიმღერებს. ამბობს, რომ უყვარს ფლამენკო", - ვკითხულობთ ბარბარეს შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პატარა მომღერალმა ცნობილი სიმღერა creep შეასრულა. როგორც კი სიმღერა დაიწყო, მისმა ხმამ მწვრთნელები გააოცა და ღილაკისთვის თითის დაჭერაზე დიდხანს არ უფიქრიათ. პირველად სებასტიან იატრა შემობრუნდა და გოგონას შესრულებას ფეხზე წამომდგარი ადევნებდა თვალს. საბოლოოდ ოთხივე მწვრთნელი შემობრუნდა და ყველას სურდა, რომ ნიჭიერი მომღერალი მის გუნდში ყოფილიყო.
ბარბარემ დევიდ ბისბალის გუნდი აირჩია.
ნახეთ ბარბარე მახათაძის გამოსვლა ესპანურ საბავშვო ხმაში:
0
0