08/05/2024
11:34
სამართალი
ტრაგედია კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელ კავთისხევში მდინარე კავთურამ გაიტაცა მანქანა, სადაც სამი მამაკაცი იჯდა.
ერთ-ერთი მათგანი მეხანძრე-მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, რაც შეეხება დანარჩენებს, სამიდან ერთმა მდინარიდან გამოსვლა შეძლო, ხოლო კიდევ ერთს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ეძებენ. - ამის შესახებ “სფეისნიუსს” ინფორმაცია მერის წარმომადგენელმა კავთისხევში, მიხეილ კელაპტრიშვილმა დაუდასტურა.
მისივე ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
,,კავთურაა ადიდებული. ეს ბიჭები მანქანით ყოფილან და მდინარეში შესულან. როგორც გავიგე ძლიერმა დინებამ მანქანა გაიტაცა და ისე დაჭეჭყა, რომ გადმოსვლის შანსი თითქმის არ ჰქონდათ. დიდი ტრაგედიაა ჩვენი სოფლისთვის." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
საძიებო ღონისძიებებს საგანგებო სტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია “სფეისნიუსს” უწყების პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.
0
0