20/03/2024
16:00
სამართალი
პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
მინისტრმა დღეს 14-წლამდე ბავშვებში დანაშაულის ფაქტების სესახებ ისაუბრა.
"14 წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. ერთი ბავშვია, არ დავასახელებ გვარს და სახელს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ჯერ 14 წლისაც არ არის. 32 ყაჩაღობა. ეგეთი რაღაც ისტორიაში, საქართველოშიც და მე მგონი ალბათ უცხოეთშიც არ იქნება, არც რუსეთში არ ვიცი. აფთიაქში დანით შესვლა, წართმევა, და ასე შემდეგ 13 წლის არის, ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მეც ვიცნობ ამ ბავშვს უკვე ისეა. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას, ბოდიში, ტირილი რაღაც, ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვერ ვუზამთ.
ვმუშაობთ, იუსტიციასთან, ჯანდაცვასთან, განათლებასთან ერთად, რომ ის მოდელი, რაზეც ბოლოს შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება და უფლება არ ექნება, როგორც ბავშვთა სახლშია, რომ მიიყვან და მეორე დღეს ისევ ქუჩაში დგას და რაღაცას აფუჭებს, იქიდან უკვე, მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება, იქნება არა "ციხე", არამედ სახლის პირობები იქნება, სკოლა, რამდენიმე ბავშვი იქნება, მასწავლებლები, აღმზრდელები, განათლება, სპორტი... 3-თვიანია, 6-თვიანია, წლიანიც არის, მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში, ამ მოდელზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად იუსტიციის სამინისტრო და ჩვენ. სხვა გამოსავალი, 14 წლამდე ბავშვების, მე სხვა გამოსავალი, ვერ ვნახეთ სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია". - ამბობს შს მინისტრი არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.
0
0