31/07/2024
12:26
სპორტი
უეფა-მ ალბანეთის ფეხბურთის ასოციაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა და ნაკრების გულშემატკივრებს გასვლით მატჩებზე დასწრების უფლება ჩამოართვა.
გადაწყვეტილების მიზეზი ალბანელი გულშემატკივრების მიერ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მატჩების დროს გამოვლენილი რასისტული და დისკრიმინაციული ქცევები გახლდათ.
„ეთიკისა და დისციპლინის კომისიამ გადაწყვიტა, დააჯარიმოს ალბანეთის ფეხბურთის ასოციაცია 30 000 ევროთი. ამავე დროს, ალბანელ გულშემატკივრებს აეკრძალებათ უეფა-ს ეგიდით გასამართ გასვლით მატჩებზე დასწრება რასისტული და დისკრიმინაციული ქცევისთვის. მათთვის გასვლით შეხვედრებზე ბილეთების გაყიდვა ორწლიანი გამოსაცდელი ვადით შეჩერდება“, – ნათქვამია უეფა-ს განცხადებაში.
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები ალბანეთს ტირანაში 10 სექტემბერს ესტუმრება, ხოლო საკუთარ მოედანზე 14 ოქტომბერს მიიღებს.
0
0