18/11/2024
22:10
პოლიტიკა
როგორც ამბობენ ხაზარაძე, ზურაბიშვილი, რამდენიმე ოპოზიციონერი, რომ სათამაშო პარლამენტი უნდა შექმნან, კი ბატონო, ვიდრე შეიძლება, იქ კარავი იდგეს და ვიდრე კანონმდებლობა არ აღსრულდება, მანამდე შეუძლიათ, ერთგვარი თამაში გააგრძელონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ზურაბიშვილის გარკვეული ბოდვები. რაც შეეხება ახლანდელ მის ე.წ. გამისვლას, ერთ შემთხვევაში დავიჯერებ მის ამ განცხადებას, თუ განცხადებას გააკეთებს კარვიდან და იტყვის – აი, კარავში არის პრეზიდენტის რეზიდენცია, მეორე კარავში არის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია, მესამე კარავში გახსნიან პარალელურ პარლამენტს. ამ აქციას მხარს თუ უჭერს, ნება იბოძოს და მიბრძანდეს იქ. ის ხალხი ღამეებს ათენებს და ახლა ზურაბიშვილი ადმინისტრაციაში იყოს, იქ კომფორტულად იყოს, ვერ დაიჯერებენ მისი მომხრეები. შესაბამისად, როგორც ამბობენ ხაზარაძე, ზურაბიშვილი, რამდენიმე ოპოზიციონერი, რომ სათამაშო პარლამენტი უნდა შექმნან, კი ბატონო, ვიდრე შეიძლება, კიდევ იქ კარავი იდგეს და ვიდრე კანონმდებლობა არ აღსრულდება, მანამდე შეუძლიათ, ერთგვარი თამაში გააგრძელონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლების სერიოზულად კომენტირება უკვე აღარ შეიძლება.
„ხედავთ, რომ არის აგონიაში, ბოლო დღეებს ითვლის, ჩალაგებულიც ექნება უკვე ჩემიდანი, რადგან სულ რამდენიმე დღეში უკვე პოლიტიკურ წარსულებში მოვიხსენიებთ ზურაბიშვილს. გამომდინარე აქედან, მის ამ ნაბოდვარს სერიოზულად ნამდვილად ვერ დააკომენტარებ, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, რომ უნდა, უცხოელებს ჩააბაროს საქართველო, ეს უკვე ვიცით. ახალი არაფერი უთქვამს. ის, რომ არჩევნებიც უცხოელებმა უნდა ჩაატარონ, სასამართლოც უცხოელებმა უნდა დანიშნონ და დააკომპლექტონ, საერთოდ უცხოეთის უნდა იყოს მთლიანად საქართველო, გავიგეთ, მაგრამ ბოლო დღეებში რომ გამოდის და ასე პირდაპირ ამბობს უკვე, რომ ყველაფერი უცხოეთს გადავცეთო, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს ზუსტად იმას, რომ არის თავიდან ბოლომდე აგუნტურულ ქსელში, ხელმოწერა აქვს გაკეთებული. შესაბამისად, მთავარ აგენტს წარმოადგენს საქართველოში. მართალია, უკვე უპერსპექტივოდ, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ უცხოურ ძალაში რეალურად გადაადგილებები ხდება და ძალიან სერიოზული, მათ შორის, ამერიკაში უკვე მოხდა და ევროპაში უკვე იწყება. შესაბამისად, ახლა ამ საქართველოს აგენტურას უკვე არანაირი მკვებავი წყარო არ ეყოლება უცხოელების სახით. ნუ, ახლა გათხოვილ კაცებზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ისინიც მიდიან უკვე პოლიტიკიდან ჟიგიმანტასისა და როთის სახით, მაგრამ აი ამ ადამიანს ბოლომდე აქვს მისი რესურსი ამოწურული, რაც შეიძლება არამხოლოდ როგორც პრეზიდენტს, არამედ ადამიანს შეიძლება, რომ მოუსმინო, ეს რესურსიც კი ამოწურა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0