01/09/2023
09:20
კულტურა
“ვერ აღგიწერთ რამდენს ნიშნავს ეს ჩვენთვის, დიდი მადლობა ამის გამო“ - magine Dragons-ის ფრონტენმა დენ რეინოლდსმა მსმენელს საქართველოს შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
გუშინ 30 ათასი მელომანი საქართველოდან და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან მიხეილ მესხის სტადიონზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტს დაესწრო.
ბენდი საქართველოში ალბომ Mercury-ის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. ეს ალბომი ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons-მა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
"თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან კეთილი ხალხია აქ. დღეს ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი ვჭამე, რაც კი ოდესმე მიჭამია და თქვენ საუკეთესო აუდიტორია ხართ. როდესაც ჩემი ოჯახიდან, შვილებისგან ასე შორს ვართ, ვერ აღგიწერთ რამდენს ნიშნავს ეს ჩვენთვის, რომ თავი ისე გვეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. დიდი მადლობა ამისთვის“ - მიმართა Imagine Dragons-ის ფრონტენმა, დენ რეინოლსმა თბილისში შეკრებილ აუდიტორიას.
მესხის სახელობის სტადიონზე მიღებული იყო დაცვის უპრეცედენტო ზომები.
გრემისა და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა მუსიკოსებმა კონცერტზე თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულეს. Imagine Dragons-ის კონცერტზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ ყველა ბილეთი დადებიდან რამდენიმე საათში გაიყიდა.
0
0