26/10/2024
16:37
არჩევნები 2024
ზოგადად პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, არაფერი სერიოზული, ან შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, - განაცხადა ახალციხის მე-2 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ჟანა მანუკიანმა. მისივე თქმით, მას მოუწია ერთ-ერთი დამკვირვებლის უბნიდან გაძევება, რადგან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ის კომისიის მუშაობას ხელს უშლიდა.
„გვქონდა ერთი ასეთი შემთხვევა - ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებელი არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად რომ არ ჩარეულიყო კომისიის მუშაობაში და არ შეეშალა ხელი, მაინც ერეოდა და იძულებული გავხდი კენჭისყრით და გაძევების აქტით აღნიშნული პიროვნება უბნიდან გამეძევებინა“, - აღნიშნა მანუკიანმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024