08/10/2024
12:17
სპორტი
საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებში ორი მცველი დაწინაურდა, რომელთა შეფასება 600 ათასი ევროა, მილიონად შეფასებული ფეხბურთელი კი აღარ არის – ასეთია სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები.
ასეთი მონაცემები წერია ქუთაისის „ტორპედოს“ მცველ ვარლეის და „დინამო თბილისის“ უკანახაზელის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის, საბა ხვადაგიანის ტრანსფერების საბაზრო ღირებულებაში. სამეულს ბათუმის „დინამოს“ პორტუგალიელი მეკარე რიკარდო სილვა ასრულებს.
სეზონის დასაწყისში ეროვნულ ლიგაში მილიონად შეფასებული მოთამაშეები გვყავდა, მაგრამ ყველა უცხოეთში წავიდა და „მილიონერების“ გარეშე დავრჩით.
ელიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეები:
1 – საბა ხვადაგიანი, დინამო თბილისი 0,600
2 – ვარლეი, ქუთაისის ტორპედო 0,600
3-6 – რიკარდო სილვა, დინამო ბათუმი 0,500
3-6 – საბა კვირკველია, დინამო თბ 0,500
3-6 – მამადუ სახო, ტორპედო ქუთაისი 0,500
3-6 – გიორგი კოხრეიძე, იბერია 0,500
ელიგის ყველაზე ძვირად ღირებული ახალგაზრდა მოთამაშეები:
ყველაზე ძვირად ღირებული ახალგაზრდა (23-წლამდე) მოთამაშეებშიც 21 წლის საბა ხვადაგიანი ლიდერობს, სამეულში ასევე არიან „იბერიას“ ნახევარმცველი გიზო მამაგეიშვილი და გორის „დილას“ თავდამსხმელი ტაირელ ვოუტერი.
1 – საბა ხვადაგიანი, დინამო თბილისი 0,600
2 – გიზო მამაგეიშვილი, იბერია 0,450
3 – ტაირელ ვოუტერი, დილა გორი 0,450
4 – ივა გელაშვილი, იბერია 0,400
5 – ოთარ მამაგეიშვილი, იბერია 0,400
6 – სანდრო კალანდაძე, დინამო თბ 0,400
0
0