ეროვნული გალერეა კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრების მასშტაბურ გამოფენას პირველად მასპინძლობს
20/11/2023
09:33
კულტურა
A-
+A
ეროვნული გალერეა კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრების მასშტაბურ გამოფენას პირველად მასპინძლობს. საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა, მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა.
მეცნიერთა ჯგუფმა კოლექცია ბრეტანიდან, კერძოდ კი საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში ჩამოიტანა. ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის არის: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი, ასევე 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.
გამოფენა 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.
0
0
298
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%