27/05/2023
15:51
კულტურა
.
ჩვენი მთავრობის სახელით, საქართველოს ეკლესიას, მეცნიერების წარმომადგენლებს, ქართულ საზოგადოებას მინდა დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ის დროებითი კომიტეტის მუშაობის შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენთვის, ყველასთვის გელათი წარმოადგენს ჩვენი ერის განუმეორებელ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას. ალბათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გელათი არის მართლაც უნივერსალური სულიერი იდეის მატერიალური ძეგლი, სადაც მეცნიერება და რწმენა ერთმანეთთან უნიკალურადაა შეზავებული. ერი და ბერი ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისთვის, ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მატერიალური ძეგლის უწმინდეს სულიერ იდეას.
ჩვენი მთავრობის სახელით, საქართველოს ეკლესიას, მეცნიერების წარმომადგენლებს, ქართულ საზოგადოებას დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში. მე ვარ ბედნიერი და მიხარია, რომ კვლავ ერთად ვდგავართ ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მუშაობის შესახებ საუბრობენ სასტუმრო „მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში. პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ დამსწრე საზოგადოებას გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მიმდინარე პროცესი და სამუშაო გეგმა გააცნო.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024