06/11/2023
22:16
კონფლიქტები
თითქმის ერთი საათია, ერგნეთში, ქართული მხარის მოთხოვნით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით, ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოს მოქალაქის მკვლელის დასჯა და გატაცებულის დაუყოვნებლივ დაბრუნება - ქართული მხარე საოკუპაციო ძალების წინაშე ამ ორ მოთხოვნას აყენებს.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
განცხადება გაავრცელა სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, “თავი შეიკავონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024