13/12/2023
12:21
კონფლიქტები
სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმე იქნება.
მისივე თქმით, გინტურს მკვლელების მიმართ სამართალი უნდა აღსრულდეს და ყველაზე ლოგიკური გზა არის მკვლელების გადმოცემა.
„განხილვის მთავარი თემა გახლავთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის ფატი. გარდა ამისა, ვისაუბრებთ შეხვედრებს შორის პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე. ვგულისხმობ, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს და ასევე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. შეხვედრებს შორის პერიოდში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე, რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას - დაფიქსირდა 5 ფაქტი. ბორდერიზაცია განხორციელდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარე სოფლებში“, - აცხადებს ლევან ანთაძე.
0
0