ერევნის სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების გამო 4 პირი დააკავეს
29/08/2022
19:41
მსოფლიო
A-
+A
ერევანში სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 4 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე და საწყობის სამი ოპერატორი.
სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილეს, რომელიც სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი მოიჯარეა, ბრალი სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაში ედება, დანარჩენებს კი ორი ან მეტი ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, პიროტექნიკის საწყობში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
0
0
372
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%