14/08/2022
21:38
მსოფლიო
სომხეთის დედაქალაქში სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 60 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სამაშველო ოპერაცია ერევანში ამ დრომდე გრძელდება. 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ისინი სავარაუდოდ ნანგრევებში არიან მოყოლილები.
დაშავებულებს შორის არის ერთი ხუთი წლის გოგონა და ორსული ქალი. ექიმები აცხადებენ, რომ 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 22 დაზარალებული უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.
ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს შუადღისას მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.
სომხეთის საგანაგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გაგრძელდება.
0
0