01/11/2023
19:45
კონფლიქტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ კომენტარი გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებაზე, რომლის თანახმად, „არაბმა ლტოლვილებმა“ ენგურის ხიდით აფხაზეთში შესვლა სცადეს.
„მოგეხსენებათ, უცხო ქვეყნების მოქალაქეები პერიოდულად კვეთენ ოკუპაციის ხაზს - ამ შემთხვევაში საქმე ერაყის მოქალაქეებთან გვქონდა. გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზი, რის შედეგადაც აღნიშნული პირები დაბრუნდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან აბსოლუტურად ლეგალურად, ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მაგრამ, როგორც ხედავთ, კომუნიკაცია მოხდა ცხელი ხაზით და ინციდენტი მოგვარებულია. “ – განაცხადა ანთაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ აფხაზეთის ხელისუფლების განცხადებებზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ერაყის მოქალაქეები უკვე იმყოფებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024