26/06/2023
15:15
კონფლიქტები
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „ხელისუფლებამ“ რუსეთში "პრიგოჟინის აჯანყების" გამო ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება იტყობინება.
25 ივნისს მესაზღვრეებმა აფხაზეთის მცხოვრებლებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის საშუალება არ მისცეს. შეზღუდვა არ ვრცელდებოდა გალის რაიონში ზუგდიდიდან დაბრუნებულ პირებზე.
დაწესებულ შეზღუდვაზე აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია. 24 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის ე.ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ შეხვედრა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა კონტროლის გაძლიერება მდინარეების ენგურისა და ფსოუს გასწვრივ დე ფაქტო საზღვრებზე, ასევე ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაცვაზე.
აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელიც რუსეთში იმყოფება, გამოაცხადა ყოვლისმომცველი მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებებთან დაკავშირებით "ვაგნერის ლიდერების მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით".
0
0