25/06/2023
11:39
კონფლიქტები
25 ივნისიდან ენგურის ცენტრალური ხიდი და საბეირო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტი ცალმხრივად ჩაიკეტა. რუსმა ოკუპანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციასთან ერთად მიიღეს.
ისინი მოსახლეობას მხოლოდ გალში, ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით უშვებენ. თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოსვლა შეიზღუდა. არ უშვებენ არც იმ პირებს, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ და ზუგდიდში გადასვლა სურთ. მათ ფორმა 100-სა და "ფეესბეს" მიერ დამტკიცებულ სპეციალურ საშვს სთხოვენ.
ცალმხრივად ჩაკეტვის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, "ვაგნერის" დაჯგუფების ამბოხს უკავშირდება. თუმცა, ოკუპანტებსა და დე ფაქტო ხელისუფლებას ამის შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ და არც მოსახლეობა გაუფრთხილებიათ.
0
0