11/04/2024
12:25
ეკონომიკა
ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე სადერივაციო გვირაბში მომხდარი ავარიის აღმოსაფხვრელად ძირითადი სამუშაოები დასრულდა - იუწყება აფხაზური კომპანია „ჩერნომორენერგო“.
„ჩამონგრეული კედელი ახლა აღდგენილია. დარჩენილია მცირე სამუშაოები, რომლებიც უახლოეს მომავალში დასრულდება. ჰიდროელექტროსადგური მალე სრულად იქნება მზად ექსპლუატაციისთვის და დაიწყებს ელექტროენერგიის მიწოდებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ამჟამად ქართული კომპანიის მიერ ხორციელდება, - ამის შესახებ მანამდე შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განაცხადა.
მისი თქმით, სადგურის ამოქმედების შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში შეზღუდვები შესაძლოა გაგრძელდეს, „მაგრამ არა აქამდე არსებული მოცულობით“ (ახლა ელექტროენერგია გამორთულია დღეში ექვსი საათის განმავლობაში).
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია მარტის შუა რიცხვებიდან არ მიეწოდება.
0
0