10/12/2022
19:14
ეკონომიკა
“გახსოვთ ალბათ, როცა იყო პროტესტი [ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ], ერთ-ერთი იყო ის, რომ “აი, ინვესტორს 100 წლით გადაეცა მიწა” და “ქართული მიწა რატომ უნდა მივყიდოთ თურქებს” და ა.შ. ჯერ ერთი, ჰესი ჰაერზე ვერ აშენდება, მას გარკვეული მიწა სჭირდება მშენებლობისთვის, და მერე მეორე, - მიწას ვინ მოიკიდებს ზურგზე და როგორ წაიღებს თავისსავე ქვეყანაში?” - ამის შესახებ განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “Spnews • სააგენტო სივრცეების” გადაცემაში “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან”.
მისივე განცხადებით, საუბარი იყო იმაზე, რომ მიწა ინვესტორს ჰესის ექსპლუატაციის ვადით გადაეცემოდა. თუ ჰესს სახელმწიფო ააშენებს, ეს მიწა სახელმწიფოს საკუთრებაშია და ისევ დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ამიტომ ეს პროტესტის ნაწილი მოიხსნება დღის წესრიგიდან.
რაც შეეხება, გარემოს დაცვის საკითხებს, ნარმანია ამბობს, რომ სახელმწიფომ აიღო ტაიმ-აუტი და თქვა, რომ თუ რამე კითხვები არსებობს გარემოს დაცვის საკითხებზე, დაიქირავებდნენ დამოუკიდებელ სპეციალისტებს, რომლებიც რისკებს შეაფასებდნენ. სემეკის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ენერგეტიკასა და ეკოლოგიას შორის, სწორი ბალანსის დაცვა, ყოველთვის შესაძლებელია
"მაგალითად რომ ავიღოთ იგივე ევროპის ძალიან განვითარებული ყვეყნები: შვეიცარია, ავსტრია. ხშირად მაკრიტიკებენ - ვის ვედრებითო, მაგრამ ამ ნაწილში, ნამდვილად, შეგვიძლია შევედაროთ. თუ იქ არ დაინგრა ბუნება, არ დაინგრა ეს ყველაფერი და ა.შ… არავინ არ არის საკუთარი ქვეყნის მტერი. გარკვეული სწორი ბალანსის დაცვა ენერგეტიკასა და ეკოლოგიას შორის ყოველთვის შესაძლებელია,” - თქვა ნარმანიამ ინტერვიუში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024