07/02/2022
10:51
მსოფლიო
მისი თქმით, აუცილებელია „ახალი ბალანსის“ შექმნა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს და დააშოშმინებს რუსეთს.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპელი ძმები ახალი ბალანსის შეთავაზებით, რომელსაც შეუძლია, შეინარჩუნოს მათი სუვერენიტეტი და მშვიდობა. ეს უნდა გაკეთდეს რუსეთის პატივისცემით და ამ დიდი ხალხისა და ერის თანამედროვე ტრავმების გააზრებით“, – თქვა მაკრონმა.
მისი განცხადებით, რუსეთის მიზანია „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა ნატო-სა და ევროკავშირთან“.
მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ მისი დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად საკმარისი იქნება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან დიალოგმა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს დასუსტებაზე არ უნდა გაიაროს.
საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, ხვალ კი - უკრაინაში გაემგზავრება.
0
0