ემანუელ მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
28/02/2022
19:20
მსოფლიო
A-
+A
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Twitter-ის მეშვეობით საქართველოს და მოლდოვას მხარდაჭერის შესახებ წერს
მაკრონი აღნიშნავს, რომ დღეს ორივე ქვეყნის პრეზიდენტს ესაუბრა და მათ დაძაბულობის და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში დახმარების პირობა დაუდასტურა.
"საქართველო და მოლდოვა არიან ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნები, ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და მეგობრები. ამ დილით მათ პრეზიდენტებს დავუდასტურე ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ მათ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. კრიზისის დროს სოლიდარულები ვიქნებით," - Twitter-ზე წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
პარალელურად, ევროკავშირი რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე მსჯელობის დაწყებას განიხილავს.
0
0
389
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%