25/07/2022
14:48
მსოფლიო
Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლესთან - ნიკოლ შანაჰანთან - რომანტიკული ურთიერთობის ქონას არ ადასტურებს.
მასკმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონისა და სერგეი ბრინის მეგობრობა შანაჰანთან მისი სავარაუდო რომანის გამო დასრულდა. გაზეთი წერს, რომ „ილონ მასკს გასული წლის ბოლოს ნიკოლ შანაჰანთან ხანმოკლე რომანი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის დასაწყისში, გრინმა განქორწინება მოითხოვა და ორ მილიარდერს შორის ხანგრძლივი მეგობრობა დაასრულა.“
„დეკემბერში, როდესაც მასკსა და ნიკოლს შორის სავარაუდო რომანი დაიწყო, ბრინი და მისი მეუღლე დაშორდნენ, მაგრამ მაინც ერთად ცხოვრობენ,“ - წერს ასევე Wall Street Journal-ი, შანაჰანთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით.
„ტვიტერზე“ გამოქვეყნებული სიუჟეტის ბმულზე პასუხის გაცემისას, მასკმა აღნიშნა, რომ "ეს ინფორმაცია სრული სისულელეა".
"მე და სერგეი მეგობრები ვართ. ჩვენ წუხელ ერთადაც კი ვიყავით წვეულებაზე! ნიკოლი სულ ორჯერ ვნახე ბოლო სამი წლის მანძილზე, თანაც ხალხმრავალ გარემოში. მასთან არანაირი რომანი არ მაკავშირებს!" - წერს ილონ მასკი „ტვიტერზე“.
"WSJ-მა [Wall Street Journal-მა] იმდენი სისულელე გაავრცელა ჩემზე და Tesla-ზე, რომ უკვე ვეღარ ვითვლი", - დასძინა ილონ მასკმა.
ნიკოლ შანაჰანმა, სერგეი ბრინმა და კომპანია Google-მა არ უპასუხეს BBC-ის თხოვნას კომენტარის გაკეთებასთან დაკავშირებით.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024