ელისო ბოლქვაძე იუნესკოს ამბასადორიალზე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს
29/10/2021
12:58
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრე აზულეს მიწვევით, იუნესკოს მშვიდობის ელჩების ამბასადორიალს ესწრება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ამბასადორიალზე ელისო ბოლქვაძე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს.
იუნესკოს ამბასადორიალის ფარგლებში ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო ასამბლეაზე, სადაც განიხილეს საზოგადოებაში ხელოვნების და კულტურის როლის მნიშვნელობა, კულტურული დიალოგი - მშვიდობის და ჰარმონიის მთავარი გზავნილი კაცობრიობას .
ასამბლეაზე ასევე ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ოკეანის დაცვა.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯომარე, იუნესკოს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე, ამბასადორიალის ფარგლებში პარიზში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც საქართველოს, როგორც იუნესკოს ღირებულებების გამზიარებელი ქვეყნის, აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრებს.
0
0
412
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%