06/02/2022
12:26
მსოფლიო
„მუდამ მადლობელი ვარ იმ ერთგულებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემ მიმართ ავლენთ. როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ როცა ეს დრო მოვა, კამილა ცნობილი იყოს როგორც დედოფალი კონსორტი, რადგან ის განაგრძობს საკუთარ ერთგულ მსახურებას“, - აღნიშნულია ელისაბედ მეორის წერილში.
პრინცი ჩარლზი ელისაბედ მეორის უფროსი ვაჟია, რომელმაც მის შემდეგ უნდა დაიკავოს ტახტი. მის გარდა, დედოფალს კიდევ სამი შვილი ჰყავს - პრინცესა ანა, პრინცი ედვარდი და პრინცი ენდრიუ.
ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში რიგით მეორეა ჩალზის ვაჟი - პრინცი უილიამი. მისმა უმცროსმა ძმამ, პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის წარმომადგენლობაზე უარი 2020 წელს თქვა და აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.
0
0