16/12/2021
13:35
საზოგადოება
ახალი სქემის ამოქმედებასთან ერთად, წესდება გადახდის საშეღავათო პერიოდი, რომლითაც ისარგებლებენ პენსიის მიმღები პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები და მრავალშვილიანი ოჯახები. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეძლებენ. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოსახლეობის ამ ჯგუფებისთვის, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადა, პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების ვადებზე იქნება მორგებული.
მნიშვნელოვანია, რომ პირველად მრიცხველების ერთიანი წაკითხვა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელდება. შესაბამისად დეკემბერი - გარდამავალი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც, თელმიკოს აბონენტების ნაწილი მიიღებს ელექტროენერგიის 2 ქვითარს. პირველ ქვითარს მომხმარებლები ჩვეულ დროს მიიღებენ და მასში ასახული იქნება ელექტროენერგიის წინა თვის გადასახადი, ანუ ნოემბრის და ნაწილობრივ დეკემბრის. მეორე ქვითარს აბონენტები მიიღებენ დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში და მასში ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების გადასახადი.
გამონაკლისს წარმოადგენენ, მხოლოდ ის აბონენტები, რომლებიც სტანდარტულად თვის ბოლოს იღებენ ქვითარს, მათთან მხოლოდ ერთი ქვითარი იანვრის დასაწყისში მივა და მასში ასახული იქნება დეკემბრის თვის გადასახადი.
კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა თეა ნოზაძემ განაცხადა: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულერებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლიდან, თბილისში, თელმიკოს ყველა აბონენტი ქვითარს თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. გადახდას მოსახლეობა შეძლებს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, გადახდის საბოლოო თარიღი დაფიქსირებული იქნება ქვითარში ისევე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე, ხოლო პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.
0
0