ეკონომიკა ოქტომბრის თვეში 6.9%-ით გაიზარდა - ფინანსთა მინისტრი
06/12/2021
17:58
ეკონომიკა
A-
+A
როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური აღდგენის პროცესზე, ბუნებრივია ამ მიმართულებით მიმდინარე წელი იყო გარდამტეხი. წელს ჩვენ გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ბოლო წარდგენაზე უკვე დავაზუსტეთ საბოლოო ვერსია, რომ გვექნება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ბუნებრივია ამას ჰონდა თავისი საფუძველი. ოქტომბრის თვის მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია საქსტატის მიერ აჩვენებდა, რომ ეკონომიკა ოქტომბრის თვეში 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო ათი თვის განმავლობაში გაზრდილია 10.5%. წლიურ ჭრილში ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 10%. ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ჩვენ მომდევნო წლებში, 2022 წელს ნავარაუდები გვაქვს ეკონომიკური ზრდა 6%-ის ოდენობით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
0
0
519
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%