05/09/2024
12:34
კონფლიქტები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრი, ედგარ ბეკოევი კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„ბეკოევი რუსეთის სასაზღვრო ძალებში მსახურობდა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობდა. ბეკოევი ოჯახმა დახმარების თხოვნით მომმართა. ვიმუშავებთ იმაზე, რომ ედგარ ბეკოევი სახლში დავაბრუნოთ“, - დაწერა ჟურნალისტმა არზუ მამედოვამ.
ტყვედ აყვანილი ბეკოევი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევაზე საუბრობდა. მისი თქმით, მასირებული ცეცხლის შემდეგ მათ დანებება მოუწიათ. „ან უნდა დავნებებულიყავით, ან ჩვენ ნაწილებად დავიფლითებოდით, ჩვენ დანებება გადავწყვიტეთ“, - ამბობს ბეკოევი ამ ვიდეოში.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ოპერაცია ერთი თვის წინ, 6 აგვისტოს დაიწყეს. უკრაინელები იუწყებიან, რომ მათ ტყვედ რამდენიმე ასეული რუსი სამხედრო აიყვანეს.
0
0