27/11/2024
12:47
პოლიტიკა
ე.წ. პარლამენტს არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას და ეს ცალსახად ნათქვამია. ყველა პარტიას აქვს თავისი ტაქტიკა, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ სხვა პარტიების ტაქტიკით არ მოქმედებს.
„ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ ე.წ. პარლამენტს და ეს არის ცალსახად ნათქვამი. რაც შეეხება უკვე ტაქტიკას ლეგიტიმაციის არცნობასთან დაკავშირებით, ყველა პარტიას აქვს თავისი ტაქტიკა, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და ეს არის პარტიის პოზიცია, რაც არაერთხელ თქმულა. როდის გამოვიყენებთ არსენალში არსებულ იმ ბერკეტს, რომელიც ჩვენს ხელთ გვაქვს, დამოკიდებული იქნება ჩვენს გადაწყვეტილებაზე, ისევე როგორც პროცესიდან გამომდინარე საჭიროებაზე. ცალსახად ვიმეორებ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ შევუქმნით და ვერ წარმომიდგენია ვერცერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ პროცესში განსხვავებულად ფიქრობდეს ან მოქმედებდეს. პარტიის პოზიციაა, რომ სხვა პარტიების ტაქტიკას არ მივყვებით მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, მაგრამ არ ვაპირებთ, უკანონო პარლამენტს შევუქმნათ ლეგიტიმაციას“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
0
0