10/01/2024
11:16
სპორტი
„ნაპოლის“ ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა. ჯუღელმა საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ოსიმენის საუდის არაბეთში ტრანსფერი ივარაუდა.
„კვარას“ აგენტის სიტყვები იტალიურმა გამოცემებმა აიტაცეს და რამდენიმე საათის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოსიმენმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე „სთორი“ გამოაქვეყნა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ჯუღელი სამარცხვინო ადამიანად მოიხსენია.
„ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის უნარის გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო“, - დაწერა ოსიმენმა.
რა თქვა ჯუღელმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას: „გგონიათ, ოსიმენი მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს? წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საუდის არაბეთში წავა. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში სათამაშოდ არ გადავა. კვარაცხელიას სხვა გემოვნება და ცხოვრებისეული ტვინი აქვს. იგი რეალში, ბაიერნში, ბარსელონაში ან სიტიში გადავა“.
0
0