ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების კანონიერ მფლობელად - გიტანას ნაუსედა
04/10/2022
11:46
მსოფლიო
A-
+A
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ილონ მასკის ეხმაურება.
„ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან საბურავების კანონიერ მფლობელად. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს მტკიცებით, ამას მხარი დაუჭირეს. უბრალოდ ვამბობ“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.
მანამდე, „ტვიტერში“ SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა დადო გამოკითხვა, უნდა გადაწყვიტონ თუ არა დონბასსა და ყირიმში მცხოვრებლებმა, არიან ისინი რუსეთის ნაწილი თუ უკრაინის.
მოგვიანებით, ილონ მასკს უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერში“ დაწერა: „რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას თუ რუსეთს?“
0
0
339
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%