13/06/2023
20:46
კულტურა
ძნელია, როდესაც წლების განმავლობაში ამდენი შემოქმედი შეურაცხყოფილი და მოტყუებულები ვართ - ამის შესახებ კომპოზიტორმა, მარიკო კვალიაშვილმა განაცხადა.
„გადავწყვიტე ჩემი სათქმელი ვთქვა, ძალიან ძნელია, რადგან ამდენი შემოქმედი შეურაცხყოფილი და მოტყუებულები ვართ წლების განმავლობაში. ჩვენ ჩვენი შემოსავლით, შემოქმედებით უნდა გვაკმაყოფილებდეს ის ჰონორარი, რომელსაც ვიმსახურებთ. უნდა გვყოფნიდეს ის ისე, რომ არსად გვქონდეს გაშვერილი ხელი. ის, რომ პირველად როცა შეიქმნა საავტორო უფლებების ასოციაცია, ხელმძღვანელი იყო შაფათავა, იქ შეჩვეულები ვიყავით, რომ არავინ არაფერს გვიხდიდა. ის საუბრობდა ციფრებზე, რომელიც სრულიად გაუგებარი იყო და ორ კაპიკს გვიხდიდნენ. როდესაც შემდეგ უკვე კობალაძე მოვიდა, მან სამ თვეში ერთხელ დაიწყო რაღაც თანხის ჩარიცხვა. სამ თვეში ერთხელ ჩარიცხული თანხა გვეჩვენებოდა ძალიან დიდ და კარგ საქმედ. შემდეგ უკვე ახალი ორგანიზაცია „გერა“ ჩამოყალიბდა. მე დიდი ხანი ვიკავე თავი, ერთგული ვარ და მერიდებოდა GCA-დან წამოსვლა, მაგრამ როდესაც ბევრი ჩემი კოლეგა გადავიდა და მეკითხებოდნენ, „რატომ კარგავ დროს?“ გადავედი „გერაში“. უკვე წელიწადი ხდება მათი წევრი ვარ. კმაყოფილები ვართ, რადგან რასაც იქ ვიღებდით სამ თვეში ერთხელ, აქ თვეში ერთხელ ვიღებთ. ის თანხა ცოტაა თუ ბევრია, ჩვენი კუთვნილია და მოლოდინი გვაქვს ამ თანხის. თუ ვიღაც ჩვენი შემოქმედებით გამომუშავებული თანხებით ჯიბეს ისქელებს, იცოდეთ, რომ ჩვენ შეგვეძლო ამ თანხით ცხოვრება. დიდი მადლობა, რომ ჩვენს საქმეში ჩაერიეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა“,- განაცხადა მარიკა კვალიაშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024